,,ქართული ოცნების" აქტივისტი, ფრიდონი, იგივრ ფარნა მახოხაშვილი, გორის მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველად დაინიშნა. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ. ის ამ თანამდებობის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს მუშაობას კულტურის და ტურიზმის აიპშიც.
მახოხაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც "მთავარი არხის" წამყვანს, ეკა კვესიტაძეს სახლში მიუვარდა და საპროტესტო აქცია მოუწყო. გარდა ამისა, მახოხაშვილმა მეღვინის სტატუსით აქცია გამართა "მთავარ არხთან" და ტელეკომპანიის დახურვა მოითხოვა.
ფარნა მახოხაშვილს საზოგადოება ოპოზიციის კონტრაქციებიდანაც იცნობს. ის აქციებზე სხვაფასხვა იმიჯით ჩნდება და სხვადასხვა სტატუსით ცდილობს, ოპოზიციას ხელი შეუშალოს.
მახოხაშვილი ჩართული იყო გორი-კასპის მაჟორიტარის, გიორგი ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში
მასალის გამოყენების პირობები






