ზურაბ ჯაფარიძე: პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს
პოლიტიკა - 10:18, 13 Mar, 2021     1316

„მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიებისა და შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციისთვის, ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბრებდით, წინასწარ არავის უნდა, რომ საქმე გააფუჭოს.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ შეეძლება თქვას, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, შეთანხმება შედგება.

„პირველი შეხვედრაა. მოლოდინი მაქვს, რომ საუბარი იქნება იმ ექვსი პუნქტის გარშემო, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეადგინა. ამ წუთებში იმაზე საუბარი, სად წავა დისკუსია და როგორ წარიმართება, გამიჭირდება. რომ გამოვალ, შემეძლება გითხრათ, როგორი ატმოსფერო იყო და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, შევთანხმდებით, თუ არა. ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ხელახალი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს და მეორე არის ის რომ, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ.

ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბარიერის გარეშე სისტემით, რაცაა წამალი ერთპარტიული მმართველობის, ისევე როგორც გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც ეს ქვეყანა დააქცია. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს. რიტორიკის შერბილება ძალიან ნორმალურია, შევთანხმდით იმაზე, რომ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე. არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციისთვის, ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბრებდით, წინასწარ არავის უნდა, რომ საქმე გააფუჭოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42