საჯარო მნიᲨვნელობის დანაᲨაული და ფეისბუქ-პოსტების გამო დატერორებული საზოგადოება, რომელსაც ქართული ოცნება დაზარალებულად არ სცნობს - დიმიტრი ᲨაᲨკინი ოცნების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს
პოლიტიკა - 09:59, 13 Mar, 2021     1805
„ტვ პირველის“ ეთერში შაბათს გასული ჩანაწერი, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსსა, შსს მინისტრს და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს ძალადობრივ დანაშაულებებში ამხელს, რეზონანსულ საკითხად რჩება. ჩანაწერის საზოგადოებამდე მიტანის შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ არა ერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყოველივე ფარულად მოსმენილი და დანაშაულებრივად ჩაწერილი 2011 წელს იქნა და თან, არის ფაბრიკაცია. მომხდარს ბერა ივანიშვილიც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მან დანაშაული არ უარყო და უფრო მეტიც, განაცხადა, რომ „ვინც მის დედიკოს შეეხება კვლავ დასჯის“. „ქართული ოცნება“ მომხდარი დანაშაულის გამოძიებას არ იწყებს , ამბობს, რომ ამ დანაშაულს დაზარალებული არ ჰყავს და ამიტომ ეს დანაშაული არ არის. ეს კი იმ ფონზე, როცა ერთი კვირაა სოციალურ ქსელში მომხმარებლები აქტიურად ალაპარაკდნენ ბერას მხრიდან მათი შევიწროებისა და დაგზავნილი მუქარების შესახებ. ამ ყოველივე „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ერთიანი ნაციობალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა შეითავსეს გამომძიებლების ფუნქცია და თვითონ ადგენენ რა არის დანაშაული და რა არა. „ქართული ოცნების მესიჯ ბოქსი არის, რომ თურმე ის, რაც მთელმა საქართველომ მოისმინა და საუბრების მონაწილეებმა თვითონაც აღიარეს, რომ არის ნამდვილი, არ არის დანაშაული, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, დაზარალებული არ არის და ამის გამო არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. იურისპრუდენციაში ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება და არის ძალიან ცნობილი პიარ ტექნოლოგია. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. საკითხი, რითიც უნდა დაიწყოს საუბარი, არის ის, რომ ვინ არის ამ დანაშაულის დაზარალებული, უნდა დადგინდეს გამოძიების შედეგად. რადგან მასმედიაში, მათ შორის სოციალურ ქსელში, დევს უამრავი კონკრეტული ფაქტი თუ როგორ ატერორებდნენ ფეისბუკ პოსტების გამო კონკრეტული ადამიანები მათ და სახელებსაც ასახელებენ თუ ვინ ჩადიოდა ამას. ეს არის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან აბსურდთან გვაქვს საქმე, როდესაც გამოძიების ნაცვლად „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება“, – აცხადებს შაშკინი. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ამ ტერმინოლოგიას გამოყენებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს: „მეორე საკითხი – „დანაშაული დაზარალებულის გარეშე“. ამ ტერმინოლოგიით ხშირად არა იურისტები, არამედ ის ხალხი საუბრობს, ვინც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. არსებობს დანაშაული, რომელსაც სჭირდება კერძო საჩივარი, არის დანაშაული, რომელსაც იძიებენ საჯარო მნიშვნელობიდან გამომდინარე. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ტექნოლოგია იმიტომ აირჩია, რომ ცდილობენ არ დაიწყონ გამოძიება და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გამოძიებამ არ დაადგინა და არ თქვა ცალსახად თუ რა პერიოდში არის ჩაწერილი ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, არის ეჭვი, რომ ღარიბაშვილიც და ჩუბინიძეც არიან თანამდებობის პირები, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინტერპრეტაცია იძლევა საშუალება, როგორც მინიმუმ დაიწყოს გამოძიება ძალაუფლების გადამეტების მუხლით. ასე რომ არ იყოს, ცდილობენ აპელირებას 2011 წლით, თვლიან, რომ ათწლიანი ვადა არის გასული და დანაშაული ხანდაზმულია. ეს არ არის საკმარისი, არ აქვს მნიშვნელობა ამას, როდის არის ეს ჩადენილი. არსებობს ჩანაწერი, რომლის გამოძიების შედეგადაც უნდა დადგინდეს თუ რა ზარალი მიიღეს კონკრეტულმა ადამიანებმა. აქ არის მძიმე დანაშაული ჩადენილი თანამდებობის პირების მიერ და ის ფაქტი, რომ ჩუბინიძე თავად ამბობს, იმ მომენტში დაცვის პოლიციაში იყო გაფორმებული, და ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა, რადგან საქართველოში არ არსებობდა კერძო დაცვის სამსახურები. მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი, რომ ჩუბინიძე იყოს აღიარებული, როგროც თანამდებობის პირი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის ჩაწერილი, ჩუბინიძე მაშინაც და ახლაც არის თანამდებობის პირი“,– ამბობს დიმიტრი შაშკინი. მან „ნიუპოსტთან“ საუბრისას გაიხსენა მამუკა ხაზარაძის ეპიზოდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დევნიდა, მამუკა მდინარაძე კი მას ტერმინოლოგიას უსწორებდა და უმტკიცებდა, რომ დანაშაული დაზარალებულის გარეშე არსებობს, ახლა კი თავად მდინარაძე ორმაგ სტანდარტს თამაშობს: მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძეს დევნიდნენ პოლიტიკურად, ის ამბობდა, რას მედავებით ამ საქმეში დაზარალებული არ არსებობსო. მაშინ მდინარაძე გამოდიოდა და ცინიკურად უსწორებდა ტერმინოლოგიას ხაზარაძეს. ახლა კი კვლავ მდინარაძე გამოდის და თავად ამბობს, ეს არის დანაშაული დაზარალებულის გარეშეო“, – დასძენს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42