"ნამახვანის მოწინააღმდეგეებმა ჩაშალეს შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვისაც პასუხი უნდა გაეცა ჰესის ტექნიკურ მახასიათებლებზე“
საზოგადოება - 22:15, 12 Mar, 2021     1714

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი სოციალურ ქსელში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს ქუთაისში სადაც ნამახვანის მოწინააღმდეგეებმა უბრალოდ ჩაშალეს შეხვედრა, ზუსტად იმ ადამიანებთან ვისაც პასუხი უნდა გაეცა სწორედ ჰესის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელზეც ხდებოდა ხოლმე მთელი ამ დროის განმავლობაში პრეტენზიების წაყენება. ეს არამხოლოდ სამწუხაროა, არამედ ეჭვებსაც აჩენს მრავალი მიმართულებით…

არადა, მინისტრებმა დღეს ძალიან სერიოზული წინადადებები ჩაიტანეს ქუთაისში:

– „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება!

– ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გადამოწმდება წარმოდგენიი კვლევები, რომელიც აქამდე ეჭვს ბადებდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში;

– ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დაინტერესებულ დამოუკიდებელ ექსპერტებს;

– შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს.

– დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს და უზრუნველყოფს მეტ გარანტიას, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული

– ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს.

აქამდე იყო პრეტენზია, რომ ფინანსურად არ გვაწყობდა ეს პროექტი, რაც გამოვლინდა რომ ასე არ ყოფილა. ახლა მთავარი აქცენტი ოპონენტებმა გადაიტანეს უსაფრთხოებაზე, რაც აგრეთვე სუსტი არგუმენტებითაა გამყარებული, თუმცა ამასაც ვხედავთ რომ დიდი ყურადღება დაეთმობა, მაგრამ ახლა ოპონენტებს ამისი მოსმენაც არ სურთ და ღმერთმა იცის კიდევ რას მოიფიქრებენ.

დასკვნები თქვენთვის მომინდია… თუმცა, ძალიან სამწუხაროა რომ “დაინტერესებულ პირებს” არც კი აინტერესებს, რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ინვესტორი და რას იტყვიან უშუალოდ იმ დარგის სპეციალისტები, რომლებთანაც (ერთი შეხედვით) ყველაზე მწვავე შეკითხვები არსებობდა…” – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42