პაატა ცინცაძე: საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს
საზოგადოება - 22:13, 12 Mar, 2021     1818

საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების ნამდვილი წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა ცინცაძის განცხადებით, საქართველოში ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ცინცაძემ ახალი ამბების სააგენტო PIA.ge-ს განუცხადა, მისი საკუთარი, ჰიდრორესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ენერგოდამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგები, ერთადერთი რესურსი, რითაც შეგვიძლია ვაწარმოოთ ელექტროენერგია, არის ჰიდრორესურსი.

ჰიდრორესურსებიაბლობისთვის საჭიროა საკუთარი რესურსების გამოყენება და ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ჰიდრორესურსი გაგვაჩნია, ამიტომ ჰიდროსადგურების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

თბოსადგურების მშენებლობა გამოიწვევს გაზზე დამოკიდებულების ზრდას, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი გამოიწვევს იმპორტზე დამოკიდებულების ზრდას.

ამიტომ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ელექტროენერგია მხოლოდ ჰიდროსადგურებზე“, - აღნიშნა პაატა ცინცაძემ.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ პროეტის შესახებ არსებული კითხვები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და თუ ეს შეიცვლება, მხარეებს შორის კომპრომისი აუცილებლად გამოინახება.

დღეს იყო პირველი ნაბიჯი, მცდელობა იმისა, რომ ეს კომუნიკაცია დამყარებულიყო, შეხვედრა იყო ქუთაისში, როგორც მე ვიცი. ასეთი შეხვედრები უნდა იყოს ბევრი და ხშირად, რათა მოსახლეობას არ გაუჩნდეს ზედმეტი ეჭვები და გაქრეს ის უნდობლობა, რომელიც დღეს არის.

ვფიქრობ, თუ კომუნიკაცია სწორად გაგრძელდება, მხარეები დათმობებზე წავლენ და პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს.

მინისტრებმა პოზიციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც მოსახლეობასთან კითხვებზე დეტალური პასუხების გასაცემად იურისტები, ეკონომისტები და ტექნიკური სპეციალისტები დარჩნენ.

მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ კითხვებზე უშუალოდ მინისტრებისგან სურდათ პასუხების მოსმენა და შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მესამე თვეა აპროტესტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42