დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - გიორგი ჩიქოვანი
საზოგადოება - 22:12, 12 Mar, 2021     1612

„საზოგადოების ყველა კითხვაზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი“, - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ქუთაისში დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები და ტექნიკური სახის კითხვების დეტალური გავლა იყო, თუმცა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა დარბაზი დატოვა.

„იურისტების გარდა, ჩვენ დღეს ჩამოვიყვანეთ ეკონომისტები, ტექნიკური ჯგუფის წევრები. სამწუხაროდ, ოპონენტებმა დარბაზი დატოვეს, არ გაუჩნდათ არცერთი კითხვა და შეხვედრა ისე ჩაშალეს, რომ ვერცერთი კითხვის გავლა ვერ მოვასწარით, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან კომენტარისას.

ამასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ოპონენტებს შორის ურთიერთობა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს.

„შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება, რომ ეს ემოციები დაცხრეს, ისევ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც შეეხება კომპრომისს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გააჟღერა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგმულია. დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს და მჯერა, რომ ის შედეგს გამოიღებს. დღეს ის არ შედგა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დიალოგი შედგება. რაც შეეხება მთავარ საკითხს - რიონის ხეობა არ გაყიდულა, როგორც აცხადებენ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ამ ფაქტებს წარმოგიდგენთ“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42