უმრავლესობის ლიდერი, "ოცნების" პოლიტიკური საბჭს წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერები პარტია "ლელოს ხელით გამოგორდა".
"ვნახეთ, რომ ლელოს ხელით გაკეთდა ჩანაწერის გამოგდება, ასე ვიტყოდი...ლელოს და TV პირველის ხელით. ჩემი აღქმა ეს იყო, რომ რაც მე დავაკვირდი, ყველაზე რადიკალური რეაქცია, რაც გამიკვირდა, ჰქონდათ ლელოს წარმომადგენლებს", - განაცხადა პაპუაშვილმა POSTV-ის ეთერში.
მისი თქმით, ლელოს წარმომადგენლების ლექსიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ.
"თუ აკვირდებოდით, ბოლო პერიოდში, ლელოს ჰქონდა უფრო ისეთი ფრაზეოლოგია, რომ უნდა იყოს ეროვნული თანხმობა და ა.შ. და უცებ რადიკალურ ლიანდაგზე გადაეწყვნენ. იმავე მომენტში, როდესაც აი ამ აუდიო ჩანაწერებზე წავიდა საუბარი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






