უპირობოდ ვთვლი ნიკა მელიას დიალიგის მაგიდასთან დაბრუნებას, "გავრილოვსკი გირაოზე" ლაპარაკიც ზედმეტია... არ ვაპირებთ ვაჭრობას ივანიშვილის ვნებების დასაოკებლად - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 20:47, 12 Mar, 2021     1656

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან, ოპოზიციის პოლიტიკურ დევნასა და დასავლელი პარტნიორების მედიაციით ხელისუფლებასთან დაგეგმილ დიალოგთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"ძალაუფლების მიტაცებამ ივანიშვილის თავზე ფატალური ძალის წნეხი დააგროვა, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ოცნების დამასრულებელი დეტონატორი აამოქმედა და ოლიგარქის პოლიტიკური დასასრული შეუქცევადი გახადა...

ამ ვითარებაში, როცა პოლიტიკური კრიზისი უკვე უდავო მოცემულობაა, ლოგიკური იქნება, თუ კიდევ ერთხელ შევახსენებ თალაკვაძეს და ყველას იმას, ვინც დღევანდელი პარლამენტის გადარჩენას ლამობს - მე, როგორც ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც არალეგიტიმური პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმშია, უპირობოდ ვთვლი მელიას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებას. რა თქმა უნდა, "გავრილოვსკი გირაოს" გადახდაზე საუბარიც კი სასაცილოა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნების თარიღის გარეშე არც კი დავფიქრდები ბოიკოტის რეჟიმის მოხსნაზე და დაწმუნებით გამცნობთ, რომ ასე ფიქრობს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ოპოზიციაშიც და ხალხშიც.

ჩვენ ევროპული მედიაციის წარმატებული შედეგით დასრულების გულშემატკივრები ვართ, რაც დემოკრატიის ამუშავებას გულისხმობს და არ ვაპირებთ ვაჭრობას ივანიშვილის ვნებების დასაოკებლად, ეს ოცნებისთვის მომინდია, მე კი European or North Atlantic breakthrough-ის მოლოდინში ვარ! სხვა გზა ივანიშვილისთვის ბევრად მძიმეა და არც ამაზე ვიტყვით უარს, როცა სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის ამოცანაა გადასაჭრელი... ეს ჯობია განხორციელდეს მაგიდასთან მეგობრების ჩართულობით, ვიდრე ქუჩაში, პარლამენტთან! ალბათ ხვდება ხელუსუფლება რა არჩევანი აქვს!" - წერს ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42