ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი დაიცვას, რომლის მიმართაც უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.
ადვოკატის განცხადებით, არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სიძულვილის ენა არაერთხელ იქნა გამოყენებულ.
„არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა,” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მასალის გამოყენების პირობები






