"გეთანხმებით, რომ წყარო არ უნდა გაითქვას, ეს თქვენი უფლება არის", - ასე პასუხობს ოცნების დეპუტატი, კახა კუჭავა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სამართლიანად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, როცა კანონი იცავს ჟურნალისტს, რომ წყარო არ დაასახელოს. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციები, პროკურატურის ტელევიზიაში შესვლაზე არასწორია და ამაზე უწყების განცხადება და ქმედებები მიუთითებს.
"ფაქტი ერთი არის, გუშინ რაც მე მოვისმინე, იყო საუბარი იმასთან [დაკავშირებით], რომ, აი, ხალხნო უნდა შემოვარდნენ ახლა... გააკეთა პროკურატურამ განცხადება, რომ არაფერ მსგავს არ აპარებენ. ესაა სულ, რაც ვიცი მეც და მათი ქმედებებიც ამაზე მიუთითებს. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ აპირებენ, ფაქტია, რომ განცხადება აქვთ და არ აპირებენ", - განაცხადა მან.
კითხვაზე, რაც ნიშნავს პროპორციული ძალის გამოყენება, რაც განჩინებაში წერია, ის პასუხობს:
"მე როგორც ვიცი ეს ის პუნქტია, რომელიც იწერება სხვადასხვა განჩინებებშიც. არ მაქვს დეტალებზე ინფორმაცია".
მასალის გამოყენების პირობები






