ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს ხვდებიან
პოლიტიკა - 19:24, 12 Mar, 2021     1344

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხვდება. შეხვედრას ესწრებიან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „პოლიტპატიმრების“ - ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მხარეებს შორის რაიმე შეთანხმების მიღწევას შესაძლებელს გახდის, იმიტომ, რომ ეს არის ნდობის აღდგენის მექანიზმი.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საპატიმროში გიორგი რურუას დატოვებამ „8 მარტის შეთანხმების“ შემდეგ ქვეყანა მიიყვანა კრიზისამდე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძელით მხარეებს შორის იმ ნდობის შექმნა, რომელიც აუცილებელი იყო ამ კრიზისის განსამუხტად. ამიტომ, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან.

დიახ, ცხადია, ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. დანარჩენი საკითხები, რომელიც არის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ყველა ის საკთხი, რაც არის შესული მიშელის გეგმაში, შეეხება არა რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის ინტერესს, არამედ უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენას. ამიტომ ყველა ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი, თუმცა პატიმრების გათავისუფლება შექმნის იმ სივრცეს, რომელიც საჭიროა ამ კომპლექსურ და ძალიან რთულ საკითხებზე საუბრისთვის და შესაბამისი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიციები შეცვალა, რადგან აღარ უთქვამთ, რომ „წითელი ხაზი“ სწორედ რიგგარეშე არჩევნებზე გადის, სალომე სამადაშვილი პასუხობს, რომ ზოგადად მოლაპარაკებებზე „წითელი ხაზებით“ მისვლა არაფრის მომცემია.

„დღეს თუ ვინმეს სჭირდება, რომ ეს მოლაპარაკებები იყოს წარმატებული, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს და იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად არის დამოკიდებული დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობასა და დახმარებაზე, ვფიქრობ, რომ ამ ფონზე თუ ვინმეს ინტერესებში შედის პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ეს არის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, მათი მხრიდან სწორი იქნება, რომ მოლაპარაკებებზე მოვიდნენ არამხოლოდ ისე, რომ არ არსებობდეს „წითელი ხაზები“, არამედ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რაც გახდის შესაძლებელს შეთანხმებას, აქ ვგულისხმობ პილიტპატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42