პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ TV პირველის ჩანაწერების გამოქვეყნების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც "ზიზღს და დაპირისპირებას" ავრცელებენ. მისი მტკიცებით, ეს არის "ჰეითერობა", რაც "სირცხვილია".
"აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ეს პირდაპირ, თუ დავაკვირდებით ამ კამპანიას, რაც იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი და ბევრი კითხვები არის, თუ რატომ დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა ამ ყველაფრის გამოქვეყნება.
პირდაპირ ჩანს და აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკის ურთიერთობაში იყოს მეტი ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი", - თქვა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






