ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე პრემიერმინისტრის არმისვლა ჩანაწერების გავრცელებას არანაირად არ უკავშირდება.
მისი თქმით, ღარიბაშვილი იმიტომ არ დადის, რომ ეს პოლიტიკური დიალოგის საკითხია, პარტიას კი ის წარმოადგენს.
"რაც შეეხება დიალოგში წარმომადგენლობას, რადგან ეს არის დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვარ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ამ დიალოგში და შესაბამისად, ასე არის როლები გადანაწილებული. რაც შეეხება წინა შეხვედრას, ეს არ იყო დიალოგის ნაწილი, ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრა დიალოგისთვის. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა შარლ მიშელსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, პრემიერმინისტრის შორის, აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ იმ დღეს სწორედ პრემიერმინისტრი ესწრებოდა ამ შეხვედრას", - აღნიშნა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






