დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 18:04, 12 Mar, 2021     1232
შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა:

„ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა იყო, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში, ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, როცა რეგიონში იცვლება ვითარება და არის არაერთი გამოწვევა, იმ ფონზე, როცა ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ, თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს მომავალი პოლიტიკა და მე ვფიქრობ, ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მედიაციით, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერების სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რასაკვირველია, გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს. თუმცა, ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება, ამას ხაზგასმით ვამბობ იმიტომ რომ, ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ვფიქრობ, ასეთია და ვფიქრობ, დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა, დროა, რომ ჩვენ ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები, იმ პრობლემებთან საპირისპიროდ, რომელიც აქვს საზოგადოებას, როგორც სახელისუფლებო გუნდს და როგორც სახელისუფლებო გუნდი, ჩვენ ძალიან მოტოვირებულები ვართ, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს და გადავერთოთ სწრაფად იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს", - განაცხადა თალაკვაძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42