"იმდენჯერ მოველანდე ჩემს წინდებს და საცვლებს ეძებდნენ გემზე" - სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების დაკავებაზე
პოლიტიკა - 17:41, 12 Mar, 2021     1292

"რისთვის ალპობთ ამ ხალხს უკვე მრავალი თვეა ციხეში, იმის გამო, რომ "იმ ადამიანს" თავში რაღაც მოელანდა?" , - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინელი მეზღვაურების დაკავებას და სასამართლო პროცესს და აცხადებს, რომ მეზღვაურები ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული.

მისივე თქმით, თურმე გემზე მის საცვლებსა და წინდებს ეძებდნენ.

"რისთვის ალპობთ ამ ხალხს უკვე მრავალი თვეა ციხეში, იმის გამო, რომ "იმ ადამიანს" თავში რაღაც მოელანდა? სააკაშვილი ამ დროს იჯდა ყველა ეთერში, რანაირად შეიძლებოდა, ერთდროულად ვყოფილიყავი ეთერებში და ერთდროულად ვყოფილიყავი იმ გემზე?

ეძებდნენ თურმე წინდებს, საცვლებს ჩემსას, რაც მომიყვნენ ეს უკრაინელები, მათ, რაც გაიგეს მთელი ამბებიდან. ბოდიშს ვიხდი და როგორ უნდა დაედგინათ ჩემი წინდები და საცვლები იყო დნმ-ის ანალიზის აღებას აპირებდით, თუ როგორ?

ხომ მიხვდნენ, რომ არ ვიყავი, ახლა რატომ ჰყავთ ეს ხალხი ციხეში? - ამიხსნას ვინმემ. არ არის სასაცილო, ვიღაც ადამიანები ტყუილად ჰყავთ ციხეში. მხოლოდ იმის გამო, რომ მე მოველანდე და ასე ხშირად თუ მოგელანდებით, ჩემო ძვირფასებო შეიძლება ცხადში აგიხდეთ და რათ გინდათ ასეთი რაღაცების კეთება და მე ნახევრად ხუმრობით, კი არ ვამბობ, სერიოზულად გეუბნებით - იმდენჯერ მოგელანდეთ უკვე, რომ მოლანდებებმა იცის ცხადში ახდომა, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი "დღის სტუმარში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42