შეხვედროდან გამოსული კობახიძის თქმით, მმართვალი პარტია ყველაფერს გააკეთებს რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ შეთანხმება, რომ დიალოგის დასრულებამდე, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. მისივე თქმით, კომუნიკაცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. ქართული ოცნება, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით.
რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებაც გვაქვს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიალოგთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. უახლოეს დღეებში დიალოგი გაგრძელდება, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს დიალოგი, მერე გაკეთდება განცხადება დეტალებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






