სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა“ ფართო სპექტრის სერვისსა და პროდუქციას გთავაზობთ, კომპანია საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიითაა წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ,,ახალი ხედვა“ ბაზარზე ოპერირებს, როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით.
თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებითაც შეგიძლიათ. თბილისის მასშტაბით მოქმედებს საკურიერო მომსახურება, რეგიონებში კი ფოსტით გამოგიგზავნიან სასურველ პროდუქტს.
ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული პროდუქცია „ახალ ხედვაში“
თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგიცდიათ მოტეხილობა, ალბათ იცით, რამდენად მტკივნეულია. ამ დროს ძვლის მთლიანობა ირღვევა და ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევაც საჭირო ხდება. ოპერაციის დროს დაზიანებულ ძვალს სპეციალური იმპლანტების საშუალებით ამაგრებენ. ამის შემდეგ, პაციენტი მალევე იწყებს მოძრაობას, მცირდება კუნთების ატროფიის და სახსრების ჩაკეტვის რისკი. თუმცა, დახურული მოტეხილობის დროს ექიმი ხშირად ფიქსატორს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ის ძვალს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და სახსრის სტრუქტურის სწრაფად აღდგენას უზრუნველყოფს. ,,ახალი ხედვის“ ტრავმატოლოგიური მაღაზია ის ადგილია, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:
● კოჭის ფიქსატორები - გამოიყენება კოჭის ართრიტის, ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომ პერიოდში.
● მხრის ფიქსატორები - იდეალურია მხრის ამოვარდნილობის ან მოტეხილობის შემთხვევაში, კუნთებისა და მყესების დაზიანების დროს და პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდში.
● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - ინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი მათგანი საზარდულის თიაქრით გამოწვეულ დისკომფორტს ხსნის.
გარდა ამისა ,,ახალი ხედვის“ მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იდაყვის, წელის, თითის, მუხლის, ტერფის და სხივ-მაჯის ფიქსატორები.
როდის არის საჭირო ტრავმატოლოგიური პროდუქტების გამოყენება?
ტრავმატოლოგიური პროდუქტების გამოყენება აუცილებელია სახსრის მოტეხილობის, ღრძობის, ართრიტის, დაჭიმვის და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთი მათგანი საპროფილაქტიკო დანიშნულებისაა და იდეალურია სპორტსმენებისთვის, რომლებიც ტრავმების რისკის ქვეშ არიან. თუმცა, არსებობს ფიქსატორები, მაგალითად ორთეზები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. სასურველი ნივთის შეძენამდე გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან, შემდეგ კი ეწვიეთ ,,ახალი ხედვის“ ფილიალებს ან ონლაინ მაღაზიას.
მასალის გამოყენების პირობები






