"საბაგიროზე ვიყავით, გვერდიდან ვიღაცამ გვაგინა, მაგრამ ..." - მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს მომხდარ ფაქტს იხსენებს
პოლიტიკა - 16:26, 12 Mar, 2021     2695

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ჩანაწერები ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს არ არის გაკეთებული.

"კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა - როცა ოლიგარქი, გაზპრომის აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა?

თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი ცხადია", -თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მინისტრებთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოჯახის წევრებთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა და შეურაცხყოფა მიაყენეს:

"რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მინისტრებთან მათ არევას არავის ვურჩევ, რადგან მათ და ჩემს ნათესავებს თვითონ ჰქონდა აკრძალული მინისტრებთან ურთიერთობა.

მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი - არც გაბედოთ!

სხვათაშორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო?

რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა", - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42