„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ჩატარდეს კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლოში და პროკურატურაში.
"იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს ჩვენ სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები და სისტემამ სწორდ იმუშაოს"- თქვა გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, კითხვები ძირითადად რეფორმებს ეხებოდა.
„გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმის მიუხედავად, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამ ოპოზიციას ჰქონდეს გარკვეული როლი და ფუნქცია პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩეული იქნებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, აუდიტის სამსახურის უფროსი იქნება ეს თუ გენერალური პროკურორი. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს კორუფციის გაზრდილი რაოდენობის გამო, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და დაიზღვეს ჩვენი სისტემა. აქ არის საუბარი, ერთის მხრივ, ამ მომენტისთვის განვმუხტოთ კრიზისი და მეორე მხრივ, ამის შემდეგ როგორ მიგვყავს წინ ქვეყანა. წინ ქვეყანა წავა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად და სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“, - განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია.
„ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ ვუთხარით ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გჭირდება უფრო მყარი და წინ გახედული ქმედებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის - ეს არის ინსტიტუციური რეფორმები უფრო კონსენსუსზე ორიენტირებული სისტემის დასაფუძნებლად...
ელჩებს და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემების საფუძველზე, რომელიც საქართველოში არსებობს - ეს არის პოლარიზაცია. ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია, ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნაში, საარჩევნო სისტემის პროპორციული მიმართულებით მოძრაობა, ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული პროცენტულობით და ეს არის საკითხები, რომელიც ასევე უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმას. ამ ყველაფერმა უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ეს კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია და 30 წელია იწვევს განუწყვეტელ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასევე თანამშრომლობის შეუძლებლობას, როგორღაც დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე რომ ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






