,,ბევრი საუბარი იყო იმაზე, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის, მოგეხსენებათ, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს და წლის განმავლობაში 200-3000 მილიონიანი პროექტები გვქონდა. ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. განათლების მინისტრთან... მქონდა არაერთი შეხვედრა კულტურის მინისტრ ბატონ რურუასთან, თბილისის მერთან. ბატონ კვიტაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და „ქართუ ფონდში“ გვსტუმრობდა, აქედან გამომდინარე პასუხი მარტიოვია - პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტთან.
საუბარი ასევე იყო იმაზე, თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში, მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






