საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ტვ „პირველთან“ დაკავშირებით არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს:
მისი მტკიცებით, მთავრობის მხრიდან ტელევიზიაში არავითარი შეჭრა არ იგეგმება.
„რაც შეეხება ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა “იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






