მისი თქმით, საუბარი ჩაწერილია 2011 წელს.
"ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი" - ამბობს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი მესმაე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით იშვერს ხელს და ჩანაწერების სკანდალს "უბინძურესი პროვოკაცია" უწოდებს.
"მე არ მსურს აღნიშნულ მდარე ხარისხის პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან გაჩნდა შეკითხვები მინდა გავაკეთო განმარტება. ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი ჩანაწერისგან - ფაბრიკაციაა...
ჩვენ კარგად გვესმის საიდან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმისეს რა თქმა უნდა არის მიხეილ სააკაშვილის პროვოკაცია მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს ყოვლად მიუღებელია. ეს არის დასაგმობი როგორც ხელისუფლების მხრიდან ისე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






