ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებასა და მწუხარებას გამოხატავს.
ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ ბატონი დანიელსონი წარმატებას მიაღწევს ისე, რომ შედეგი მალე დავინახოთ, რათა , მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს.
მისივე თქმით, საქართველოს დავინახავთ რეგიონში მთავარ მამოძრავებელ ძალად, მათ შორის მამოძრავებელ მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში.
ამის შეასახებ მან ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა, რომელზეც სამხრეთ კავკასიის საკითხზე იმსჯელეს და რომლის მოდერატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იყო.
"საქართველოს გაცილებით უკეთესად შეუძლია მოქმედება და შეუძლია გახდეს ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სულ მცირე აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ვწუხვარ, ბოლო კვირების და თვეებში განვითარებული მოვლენების გამო. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონი წარმატებას მიაღწევს ისე, რომ შედეგს მალე დავინახავთ, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს. შემდეგ კი საქართველოს დავინახავთ რეგიონში მთავარ მამოძრავებელ ძალად, მათ შორის მამოძრავებელ მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და ასევე იმის, რაც ქართველებს სურთ, ევროპული მისწრაფების მამოძრავებელ ძალად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, უფრო გონივრულად მოიქცეს, დაბლოკვისა და ბოიკოტის გარეშე. ასევე, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული ძალა არჩევნების დროს უპირატესობის მოსაპოვებლად“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
მასალის გამოყენების პირობები






