ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. შვედი დიპლომატი მომდევნო სამი დღის განმავლობაში პოლიტიკური პროცესების მონაწილე მხარეებთან შეხვედრებს გამართავს.
"ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას",- უთხრა მან მედიას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მასალის გამოყენების პირობები






