"დამთავრებულია თქვენი უკანონო და შეუზღუდავი ბოგინი ამ ქვეყანაში"- "სირცხვილიას" ხელისუფლებას მიმართავს
პოლიტიკა - 00:14, 12 Mar, 2021     1548

"დამთავრებულია თქვენი უკანონო და შეუზღუდავი ბოგინი ამ ქვეყანაში და სანამ დროა, ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან მოასწარით - და ხმელეთზე გადახტით", - მიმართავს მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას და აცხადებენ, რომ "გემის ჩაძირვის ფონზე, გარშემო ყველაფრის მობღაუჭებას ცდილობენ".

"მივმართავთ ხელისუფლებას, გვესმის, რომ უკვე ყველაფერი დიდ პრობლემას გიქმნით და თქვენი გემის ჩაძირვის ფონზე, გარშემო ყველაფრის მობღაუჭებას ცდილობთ. გვესმის, რომ გეგონათ, ყველაფრის ფულითა და კრიმინალური გავლენებით მართვას შეძლებდით, თუმცა, შეცდით. ისიც გვესმის, რომ შეცდომის აღიარება თქვენი ძლიერი მხარე სულაც არ არის და ის უკანასკნელი წევრიც კი გამოგეცალათ, ვინც რამის გამო თუნდაც ფსევდობოდიშს მოიხდიდა. მაგრამ ხომ არსებობს ის მიჯნა, რომლის მიღმაც თქვენი ქმედებები უკვე სამწუხაროდ სასაცილოა?... ...თქვენი მთავარი მტერი ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვაა, ჩვენ კი ბევრნი ვართ და ვისაც არ უნდა მიადგეთ ხვალ, რომელი ტელევიზიის ხელში ჩაგდებაც არ უნდა მოისურვოთ, რომელი ლიდერიც არ უნდა დააკავოთ და რომელი ბავშვიც არ უნდა დააშინოთ, იცოდეთ, რომ უკვე დამთავრებულია თქვენი უკანონო და შეუზღუდავი ბოგინი ამ ქვეყანაში და სანამ დროა, ზემოთ ხსენებული ჩაძირვის პირას მყოფიგემიდან მოასწარით - და ხმელეთზე გადახტით" , - წერს "სირცხვილია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42