"სრულ სიცრუეს ამბობენ! არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო" - სანაია
პოლიტიკა - 18:49, 11 Mar, 2021     1296

"სრულ სიცრუეს ამბობენ, ამას ის ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც საქმეში დევს. ბრალდებულების მიმართ უფრო კრიტიკულ შეკითხვებს ვისურვებდი" , - აცხადებს "ფორმულას" ჟურნალისტი , ვახო სანაია, რომელიც პროკურატურაში 5 საათი ეცნობოდა მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალებს.

მისივე თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ჩვენებას აძლევენ, თუმცა არ ამბობენ მთავარს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა დაინახეს.

"გავეცანი საქმის მასალებს, მნიშვნელოვანია ორი გარემოება, ერთი რასაც ჩვენ ვყვებით, რაც რეალურად იქ მოხდა და მეორე, რასაც ორი ბრალდებული ყვება. ერთ-ერთმა გიგაურმა დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ ორი მათგანი გამომძიებელს პასუხებს აძლევს. სრულ სიცრუეს ამბობენ, ამას ის ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც საქმეში დევს. ეს ჩვენი ტაქსის მიერ გადაღებული კადრებია და ამ კადრებში ყველაფერია დადასტურებული. საქმეში მხოლოდ ავტორეგისტრატორით გადაღებული მასალა დევს. საინტერესოა ერთი რამ, მე ბრალდებულების მიმართ უფრო კრიტიკულ შეკითხვებს ვისურვებდი. იმიტომ რომ სასაცილო, უსუსურ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

იქ იყვენენ მაშველები, რომელებიც აძლევენ ჩვენებას, მაგრამ ყველა ჩვენება პრაქტიკულად იდენტურია და იმის თქმისგან თავს იკავებენ დაინახეს, თუ არა ფიზიკური დაპირისპირება. ისინი არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო! ზუსტად აი, ამ დარტმის მომენტის აღწერისაგან ხუთივე მათგანი თავს იკავებს. ეს ადამიანები დაგვეხმარნენ გაშველების მომენტში, მაგრამ მნიშვნელოვანია, მათ რა დაინახეს. ძალიან რბილად საუბრობენ და დარტყმის მომენტს არც ერთი არ ახსენებს“, - განაცხადა სანაიამ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42