მათი მიზანია მედიის ტერორი და დაშინება, რომ ჩვენ არ გამოვიძიოთ ამბები, რომელიც ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის - ნოდარ მელაძე
პოლიტიკა - 17:30, 11 Mar, 2021     1099
ტვ პირველში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. სპეციალური განცხადების გაკეთების მიზეზი სასამართლო განჩინებაა, რომლის საფუძველზეც პროკურატურას უფლება მიეცა, ტელევიზიიდან გარკვეული სახის მასალები ამოიღოს. საგამოძიებო უწყება კი აუდიო ფაილებში გამოკვეთილი შესაძლო დანაშულის ნაცვლად იმ ანონიმური წყაროს დადგენას ცდილობს, რომელმაც ტვ პირველს ჩანაწერი მიაწოდა:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს რამდენიმე განმარტება დააწია გზაში მოსამართლის განჩინებას, ეს განჩნება არის ოფიციალური დოკუმენტი და ამ წუთებშიც არის მოქმედი, მისი გაცემის თარიღიდან - 9 მარტიდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში საქართველოს პროკურატურას ნებისმიერ წუთს შეუძლია, მოსამართლის განჩინების საფუძველზე შემოვიდეს ტვ პირველში და განახორციელოს იძულებითი პროპორციული ზომების გამოყენებით მათთვის სასურველი მასალის ამოღება.
პროკურატურა ამბობს ტყუილს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ გამოძების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერის ავთენტიკურობის დასადგენად აუდიო მასალის მოპოვება. აქ საერთოდ არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ მათი განზრახვა იყო ჩვენს ეთერში გასული აუდიო მასალის ავთენტიკურობის დადგენა. ამ განჩნებით ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებინა და ამ ადამიანზე პირდაპირი თუ ირიბი გზების საშუალებით გასვლა.
მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკა, რაც მათ მიერ არის დამკვიდრებული - ჩვენს მიერ გამოძიებებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ინტერესი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც საქმე ეხებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და იქ მოპოვებულ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს ვასამბეგ ბოკოვთან დაკავშირებით. მაშინ არანაირი განჩნებით, არანაირი იძულებითი ღონისძიებით ტელევიზიაში არავინ არ შემოსულა, დაგვიკავშირდნენ საგამოძებო უწყებებიდან, ჩვენ, როგორც კანონმორჩლი ჟურნალისტები, მივედით საგამოძებო უწყებებში, მივაწოდეთ ინფორმაცია, წყაროებთან დაკავშირებით კი გამოვიყენეთ ანონიმურობის უფლება. დღეს ჩვენ ვნახეთ სრულიად სხვა მოცემულობა, შესაბამისად, გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩნების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება, რომ ჩვენ არ მოვამზადოთ და არ გამოვიძიოთ ამბები, რომელიც ხელისუფლებას უქმნის დისკომფორტს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმავე რეჟიმით მაუწყებლობას, რომელ რეჟიმშიც ვმაუწყებლობდით დღევანდელ დღემდე. ჟურნალისტებს შეუძლიათ, იმუშაონ სამთავრობო მედიაში, უბრალოდ, ისტორია შეაფასებს, ვინ ვიდექით სწორ მხარეს" - განაცხადა ჟურნალისტმა, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის მთავარმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42