მზად ვარ, ფიზიკურად დავდგე ჟურნალისტებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად! - ირკალი ღლონტი ტვ პირველზე
პოლიტიკა - 16:35, 11 Mar, 2021     1813
იურისტი ირაკლი ღლონტი სასამართლოს განჩნებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება მიეცა ტვ პირველიდან გარკვეული მასალები ამოეღო.

ღლონტის თქმით, აღნიშნული განჩინებით უხეშად ირღვევა სიტყვის თავისუფლება, მოსამართლის ქმედება კი ე.წ. მმაღტველი ძალის მიერაა ნაკარნახევი:

"დიქტატურის გზაზე სწრაფმავალად მდგარი ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ნებას, რომ ტრადიციულად თავს დაესხას თავისუფალ და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას, განსაკუთრებულ საშიშ შინაარსს სძენს მმართველი პარტიისადმი მორჩილებაში მყოფი სასამართლოს მორიგი ანტიკონსტიტუციური განჩინება, რომლითაც უხეშად ხდება სიტყვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური ღირებულების ხელყოფა.

ტელეკომპანია პირველმა და მათმა წყარომ მოახერხა ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სავარაუდო მძიმე დანაშაულში მხილება, რაც გახდა რეჟიმის მხრიდან ტელეკომპანიის წინააღმდეგ ანგარიშსწორების საფუძველი. მიმაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ე.წ. მმართველი ძალის მიერ და წინააღმდეგობაშია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლით დაცულ დემოკრატიულ უფლებასთან. მოსამართლე კლდიაშვილმა მხედველობაში არ მიიღო ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირებისგან დაცვის ვალდებულება, მან საგამოძიებო ორგანოებს მისცა ნება ხელჰყონ აბსოლუტური პრივილეგიით დაცული სამართლებრივი სიკეთე, რაც გულისხმობს ჟურნალისტის მიერ საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის წყაროს ვინაობის გამჟღავნებისგან დაცვას. მოსამართლის განჩინება ზიანს აყენებს სიტყვის თავისუფლებას, კიდევ ერთხელ ამხელს რეჟიმისა და სასამართლო ხელისუფლების კოლაბორაციის საშიშ ხასიათს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

სოლიდარობას ვუცხადებ ტელეკომპანია პირველს, აქვე გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ფიზიკურადაც მზად ვარ დავდგე ჟურნალისტების და სიტყვის თავისუფლების დასაცავად!" - განაცხადა ღლონტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42