"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, ქართული ოცნება იმ შეცდომებს იმეორებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არა ერთხელ დაუშვა. საქმე ეხება ტვ პირველში შესაძლო შეჭრაზე, რომლის ნებართვაც სასამართლომ პროკყრატურას უკვე მისცა. იოსელიანის განმარტებით, ეს ფაქტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა და რისთვისაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სრულიად სამართლიანად. ვგულისხმობ მედიაზე თავდახმას და მედიაში შესაძლო შეჭრას თუ შესვლას. ეს საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო ამძიმებს მძიმე პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში.
რეალურად, მათ არ უნდათ გამოძიონ ის, რაც არის არსებითი ამ ჩანაწერებში, მაგრამ მოუწიათ გამოძიების დაწყება, რაღაცაზე ეს გამოძიება უნდა დაეწყოთ და დაიწყეს იმაზე, რაც ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული საქართველოში, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, რომ არ გაახმაურონ წყარო საიდაც მიიღეს ინფორმაცია. ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს ჟურნალისტს, რომ დაასახელოს წყარო, ეს დაცულია კანონით. შესაბამისად, აბსოლუტურად არასწორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ის შინაარსი, რომელიც ამ ჩანაწერებშია გახმოვანებული", - განაცხადა იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






