ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან მოსალოდნელი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობა იყო 2012 წლამდე და მაშინ არ დაწესებულა სანქციები, ახლა კი ამ პირობებში ამაზე საუბარი გამორიცხულია:
"ასეთი მოლოდინისთვის, რომ საქართველოს მიმართ რაიმე სანქცია გავრცელდეს, არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამწუხაროდ, უმძიმეს კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებოდით 2012 წლამდე და ასეთი სანქციები არ გვინახავს. ახლა მითუმეტეს, როცა შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ათჯერ უკეთესი მდგომარეობაა ყველაზე კრიტიკული შეფასებითაც კი, ასეთ პირობებში, გამორიცხულია საუბარი რაიმე სანქციებზე, ამის წინაპირობა უბრალოდ, არ არსებობს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






