შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადასახადების გადამხდელებმა საჯარო სამსახურში 691 ათასი, პრემიერ ღარიბაშვილს კი 162 ათასი ლარი გადაუხადეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა ყოფილი და მოქმედი მინისტრების ხელფასებზე "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, "ოცნებაში" 5 -დან 2 შსს-ს მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითები იყვნენ.
"ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი მის კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორივე პირი საჯარო თანამდებობებზე დაინიშნა. გადასახადების გადამხდელებმა ვახტანგ გომელაურს საჯარო სამსახურში ხელფასად 691 ათასი გადაუხადეს. ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო თანამდებებებზე მუშაობისთვის გადასახადების გადამხდელებმა 162 ათასი გადაუხადეს", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






