პოლიტპატიმრების გათავისუფლება კომპრომისად ვერ ჩაითვლება, ეს ნიშნავს, რომ "მწვანე შუქს" უნთებ ხელისუფლებას, ნებისმიერ დროს აიყვანოს მძევლები და გათავისუფლება გაასაღოს კომპრომისად - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 22:12, 10 Mar, 2021     1616

"იმ ხალხის გათავისუფლება ვერ ჩაითვლება კომპრომისად, ეს ნიშნავს, რომ მწვანე შუქს უნთებ ხელისუფლებას - ნებისმიერ დროს, კრიზისულ სიტუაციაში შეუძლია აიყვანოს მძევლები და შემდეგ ამ მძევლების გათავისუფლება გაასაღოს, როგორც კომპრომისი" ,- განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პოლიტპატიმრებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ვინაიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებია გასატარებელი.

"იმ ხალხის გათავისუფლება ვერ ჩაითვლება კომპრომისად, ეს ნიშნავს, რომ მწვანე შუქს უნთებ ხელისუფლებას - ნებისმიერ დროს, კრიზისულ სიტუაციაში შეუძლია აიყვანოს მძევლები და შემდეგ ამ მძევლების გათავისუფლება გაასაღოს, როგორც კომპრომისი. ამიტომ, არ შეიძლება ამის კომპრომისად ჩათვლა. ისინი უნდა გათავისუფლდნენ და შემდეგ უნდა დავიწყოთ სხვადასხვა საკითხებზე საუბარი.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ეს საკითხი საერთოდ დადგება თუ არა, არ ვიცი. ჩვენი ბოლო საუბარი როცა იყო შარლ მიშელთან ერთად, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ დამდგარა. პარლამენტში შესვლა ოპოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები არის გასატარებელი, უნდა შევიდნენ და დააჭირონ თითი, მაგრამ არ ყოფილა საკითხი ისე დაყენებული, როცა შარლ მიშელთან ბოლო შეხვედრა იყო, რომ კრიზისის განმუხტვის წინაპირობაა პარლამენტში შესვლა. მთავარი ამბავი არის შეთანხმება ზოგადად, ამ რაღაცებზე, რომ კრიზისი განიმუხტოს. ტექნიკური ნაწილი არის, ვიღაცები პარლამენტში შევლენ, თუ არ შევლენ. ეს შეთანხმება თუ შედგება, მართლმსაჯულების საკითხში შეიძლება იყოს საკითხები, რომელსაც კონსტიტუციის ცვლილება სჭირდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, ვადამდელ არჩვენებს სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია მაშინ პარლამენტში უნდა შევიდეს და თითი უნდა დააჭიროს. მე შევალ თუ არა, ეს არ არის არსებითად მნიშვნელოვანი, ჩემ მაგივრად შევა სხვა, სია არ არის ჩახსნილი. თუ ხელს მოვაწერ შეთანხმებას, რომლის წინაპირობაც იქნება რომ უნდა შევიდე, მაშინ შევალ, მაგრამ ისე განცხადება დაწერილი მაქვს და ამ წუთში, პარლამენტის წევრად საკუთარ თავს არ ვთვლი. თუ მოვაწერე შეთანხმებას ხელი, რომლის წინაპირობაც არის, რომ ხელს ვაწერ, პარლამენტში შესვლას და ამის სანაცვლოდ ამ ყველაფერს ქვეყანა იღებს, მაშინ შევალ, აბა, ხომ არ მოვიტყუები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42