ოცნების დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, ანზორ ჩუბინიძის ქმედება, რომლის შესახებაც საზოგადოებამ აუდიო ჩანაწერების საშუალებით გაიგო, "ადამიანურობა" იყო. მისი განმარტებით, ეს ადამიანურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არასრულწლოვანს მშობლებისა და მეზობლების თანდასწრებით ესაუბრა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია:
"მე გეტყვით ჩემს შთაბეჭდიელბას გუშინდელზეც და არა მხოლოდ გუშინდელზე, უბრალოდ ვიტყვი რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის. ადამიანურობა ცივილიზებულება არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდეტნი აგზავნის სოდ-ის სპეცრაზმს და სასკივდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს და ძლივს გადარჩა ვალერი გელაშვილი. ადამიანურობა იცით რა არის, როდესაც ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10,11, 12 წლის ბავშვები, გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგის შეტევა, მუქარა ხდება, არა მხოლოდ უცენზურო სიტყვებით, ვერ გავიმეორებ იმის რაც ინფორმაცია მაქვს, ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვებს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხო არ დგას, მართლა რამეს ხო არ აპირებთ, ის ეუბენება არაფერს, მაშინ რათ გინდა შვილო ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, ნორმალურ კალაპოტში ჩადგები, ეს არის ადამიანურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას, ორ სამყაროს შორის", - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






