საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ავეჯის საწარმო "შპს ნადათი +" ფართოვდება
პოლიტიკა - 12:53, 10 Mar, 2021     1050

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით ავეჯის საწარმო „შპს ნადათი +“ ფართოვდება. პროექტის ჯამური ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს, აქედან 600 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია კი საქართველოს ბანკის მონაწილეობით დაფინანსდა.

ამჟამად ახალი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანია წლიურად 600 000 ლარის ნაცვლად, 1,5-2 მლნ.-მდე ლარის ფარგლებში ავეჯის წარმოებას შეძლებს. ბანკის მიერ გაცემულ ინვესტიცია დანადგარების განახლებას და ახალი ინვენტარის შეძენასაც მოხმარდება. შედეგად, ავეჯის საწარმო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

კომპანია ამ ეტაპზე 11 ადამიანს ასაქმებს, უახლოეს მომავალში კი თანამშრომელთა რიცხვის გაორმაგება იგეგმება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ქართული საწარმო ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია „შპს ნადათის +“ ახალი ობიექტის მშენებლობასა და დანადგარების განახლებას ხმარდება. შესაბამისად, საწარმო მომხმარებელს უახლოეს მომავალში ავეჯის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს. საქართველოს ბანკი აგრძელებს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რათა მეტ ადამიანს თუ სფეროს მიეცეს არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების და განვითარების შესაძლებლობა“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42