ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პოლარიზაციას შეშფოთებული ადევნებს თვალს. მისი თქმით, ვერ ხედავს პოლიტიკური შერიგების იმპულსს:
"მსურს, მოწონება გამოვხატო შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის, მისი პერსონალური ჩართულობისა და მედიაციის წარმართვის მიზნით კრისტიან დანიელსონის დანიშვნის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს იმ არაჩვეულებრივი სამუშაოს წინსვლას, რასაც ელჩი კარლ ჰარცელი ახორციელებს. დასაკარგი დრო არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ საკუთარი ხალხის ინტერესები პარტიის პოლიტიკაზე მაღლა დააყენოს და ფოკუსირება მოახდინოს მის წინაშე მდგომ ამოცანებზე, მათ შორის პრო-ევროპულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე," - განაცხადა კალიურანდიმ.
მასალის გამოყენების პირობები






