საქართველო არის იმაზე უარეს ვითარებაში, ვიდრე აქამდე იყო - ანდრიუს კუბილიუსი
პოლიტიკა - 10:21, 10 Mar, 2021     987

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა იმაზე უარეს ვითარებაშია, ვიდრე აქამდე იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აცნობიერებენ, რომ ეს ქვეყანაში არსებული კრიზისის მართვის პროცესში ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობაა.

"საუბარს დავიწყებ ძალიან მარტივი სიტყვებით, ნება მომეცით ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს გვიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, სწორედ ამიტომ ძალიან რთულია საქართველოს ყურება ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭირვალეობას, კანონის უზენაესობას, არაპოლიტიზირებულ სასამართლოს და სამართლიან საპარლამენტო პროცესს. როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ერთი წლის წინ მე გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების მიღწევა და გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დემოკრატია ნორმალურ საზღვრებს დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ, საქართველო არის იმაზე უარეს ვითარებაში, ვიდრე ის იყო აქამდე. არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ერთმანეთის დადანაშაულების პოპულარულ ქართული პოლიტიკურ თამაშში. მე მარტივად მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა როგორც რეალურმა ევროპელებმა, რომლებიც ისწრაფვიან, ევროპული საზოგადოების წევრობისკენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრები საქართველოში მიხვდებიან, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის მართვის პროცესში და მსურს მოვუწოდო ჩვენს მეგობრებს საქართველოში, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა", - აღნიშნა კუბილიუსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42