ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში ჩარევა - ვიოლა ფონ კრამონი
პოლიტიკა - 10:08, 10 Mar, 2021     1187

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ორმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმაუნდა შეწყვიტონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩარევა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეუწყოს ხელი:

"საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. პოლიტიკოსები ორივე ბანაკიდან უნდა იქნენ დადანაშაულებულები ამ გაუგებრობისთვის. მათ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენ ეს ახლა გავაკეთეთ. საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს გამოსავლის ქვაკუთხედი, მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და დრო მომავალი არჩევნების. ახალი არჩევნები იქნება მხოლოდ გადაუდებელი დახმარება და არა გრძელვადიანი გამოსავალი. სრულიად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ დავინახავთ თუ როგორ განმეორდება კრიზისი. სასამართლო სისტემის ხელახალი რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში შემდგომი ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ იქ, რეგიონში მიმდინარე კიდევ ერთი კრიზისის დროს,"- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მოგვიანებით მან თავის გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ტვიტერში გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ საქართველოის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოველი ხმის ამოღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობას აღრმავებს:

"ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ამბობს, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ არეულობაში ექცევა. ეს არის არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი (მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი) ერთ წინადადებაში", - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42