დღეს გვითხრეს, რომ არის წმინდა ოჯახი, შეეხები მას და ვიღაცა მოგიკაკუნებს კარებზე, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ბერას ინტერვიუს.
"დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე ამის [ბერას] დედა არის დედა და ჩვენი დედები არავინ არ არის და შეგიძლია შეაგინო, მისი დედა კი წმინდაა. და თურმე ვიღაც ამიკოს, ნაგავს, აქვს უფლება მისი სახელით ჩვენს ბავშვებზე იძალადოს და ამის დედას როგორ შეეხო. წმინდა ოჯახის გაფორმება ვიხილეთ დღეს. გვითხრეს, რომ ეს არის წმინდა ოჯახი, შეეხები მას და ვიღაცა მოგიკაკუნებს კარებზე და რასაც უნდა იმას გიზამს. პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს შენთვის.. ხო აღიარეს ანზორმაც და ბერამაც... და დღეს კიდევ ერთხელ დაგვემუქრა, ქართველი კაცი ვარ და დედიკოს როგორ შეეხნენო.. იმ ბავშვებს დედა არ ჰყავდათ?? მე ვარ და მეტი არავინო, მარტო დედაჩემიო და მე ქართველი ვარ და თუ კიდე ამოიღებთ ხმას, დედას გიტირებთო, ეს გვითხრა ამ ლაწირაკმა, - ამბობს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






