სკანდალური აუდიოჩანაწერები - მომღერალი ბერა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები არა 2017 წელს არამედ 2010-2011 წლებში არის გაკეთებული. მისი თქმით, ამ დროს მას და მის გულშემატკივრებს თავს ესხმოდნენ და აბულინგებდნენ სოციალურ ქსელში და ის 15-16 წლის იყო.
"მოდით, მაშინ ყველამ ერთად გავაანალიზოთ ეს სცენარი, რომელსაც ოპოზიციური არხები ატრიალებენ - ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უსმენს მის პრემიერმინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე და შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ეს, თუ ესენი რასაც ამბობენ მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო, ვიღაც სუპერ აგენტი X არის; ესე იგი ამ კაცმა შეძლო, რომ ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა ჩვენსას და თარიღი არ იცის, ეს ერთი დეტალია.
მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, რომ როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში ხდებოდა ტოტალური მოსმენა არამარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტრესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ", - განაცხადა მან იმედის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






