ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე "კამათს არ დაიწყებს".
"ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე მსგავსი წყევლა კრულვა ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები, კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, ისინი დაგვიკავშირდნენ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები.
იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როცა საუბარია არასრულწლოვან ადამიანზე, რომ იქ ესწრებიან ამ საუბარს მშობლები, უფროსი მეზობლები, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი დარიგება.
მოდით, მე არც დავიწყებ კამათს ავთენტური იყო, დაამონტაჟეს თუ არა. დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის", - ამბობს ის.
მასალის გამოყენების პირობები






