ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ისაუბრა.
გრეგოროვა ამბობს, რომ მარტის შეთანხმებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გადაწყვიტონ, თუ ვინ წარადგენს მათ. ევროპარლამენტარის თქმით, ამ ყველაფრისთვის ევროკავშირის იქ ყოფნა არის აუცილებელი.
"8 მარტის შეთანხმება ერთი წლის წინ გაფორმდა. ახლა, აქ ვართ 9 მარტს, გაცილებით უარეს სიტუაციაში. გასულ წელს საქართველოს შეეძლო კრიზისიდან გამოსულიყო, გაეტარებინა საარჩევნო რეფორმა. ჩვენ ამაში ვეხმარებოდით, იქ ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია, ისევ გავუწიოთ დახმარება მომდევნო, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების გატარებაში.
გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, როგორიცაა ბატონი [გიორგი] რურუა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში იყო და ბატონი [ნიკა] მელია და ნება მიეცით მოქალაქეებს აირჩიონ მათი წარმომადგენელი სამართლიანი სისტემით" - თქვა გრეგოროვამ.
მასალის გამოყენების პირობები






