პარტია "ტრიბუნა" დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე ტვ პირველის ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
იგი გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების გავრცელებულია და მითუმეტეს, მათი ჩაწერილი.
"აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების გავრცელებულია და მითუმეტეს, მათი ჩაწერილი. თან, ღარიბაშვილის გინება ჩვენ ერთხელ უკვე გვაქვს ნანახი და სხვაც რომ ჰქონოდათ, ამ „სიამოვნებას“ ნამდვილად არ მოგვაკლებდნენ.
ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს იყვნენ ადამიანები, ვისაც გაძლიერებული გახარიას, მისი გაძლიერებული პარტიის ხილვა სურს მომავალ მთავრობაში.
თუმცა, ამით რომ არ დასრულდება და გაგრძელებები იქნება, ესეც არ არის ძნელი გამოსცნობი" - ამბობს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






