ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიკსერი და მარინა კალიურანდი ეხმაურებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს . ისინი მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
"ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფონზე, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სესიაზე მოუწოდებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებასა და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში.
ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის ერთადერთი გზა, თუკი მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






