საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ნიკა მელიას დაკავებასა და მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლება მეტადაა პასუხისმგებელი, რომ გაანეიტრალოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები:
"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უფრო კი მმართველ გუნდს მივმართავ. ხელისუფლება მეტადაა პასუხისმგებელი, რომ გაანეიტრალოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბიზილიზაციის სცენარები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუ ორივეს სჯერა, საქართველოს ევროპული მომავლის.
საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია. ამას მოწმობს არაერთი ღონისძიება, რომელიც ბოლო პერიოდში შედგა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი. საქართველო არის რეგიონში ყველაზე წარმატებული, მეტად დემოკრატიული, სტაბილური ქვეყანა და მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა ფიგურამ გადაწყვიტა თავად გაუწიოს მედიაცია საქართველოში არსებულ კრიზისს. მე იმედიანად ვარ რომ გადავლახავთ ამ კრიზისს.
საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ახსოვს უფრო დრამატული მომენტებიც. რაც შეეხება ნიკა მელიას, მე ბრძანებებს ამ საკითხზე ამ ეთერიდან მთავრობას ვერ მივცემ. ვფიქრობ ამ საკითხზე ნაპოვნი უნდა იყოს გამოსავალი. ეს არის ნაწილი მედიაციის. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს მთავრობას და ოპოზიციას, შეწყდეს ეს რიტორიკა და პროვოკაციები. მზად იყავით დიალოგისთვის და კომპრომისის მიღწევისთვის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






