ენმ-ს წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების არათანმიმდევრული პოზიციები გამუდმებით ბადებს ეჭვებს და მოლაპრაკებების პროცესის ჩიხში შესვლას იწვევს. მისი განმარტებით, ყველაზე დიდი დარტყმა მოლაპარაკებების პროცესს ენმ-ს ოფისის შტურმით აღებამ და ნიკა მელიას დაკავებამ მიაყენა:
"დამოკიდებულია ხელისუფლების ნაბიჯზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა ცვალებად პოზიციებს - როდესაც ერთგან აცხადებს, რომ არ არსებობს საკითხები, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, რომელიც არ შეიძლება განხილვის საგანი არ იყოს, ხოლო მეორე დღეს კვლავ "წითელ ხაზებზე" საუბრობს. ამიტომ ხელისუფლების არათანმიმდევრული პოზიციები ბადებს ყოველთვის ეჭვებს და იწვევს მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შესვლას. ამიტომ გადაწყვეტილება მისაღებია ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციას რაც შეეძლო, გააკეთა, ხელისუფლებამ, რაც შეეძლო, გააფუჭა. ყველაზე დიდი დარტყმა ამ პროცესს მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" შტურმით აღებამ და ნიკა მელიას დაპატიმრებამ. ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
უკვე იმ ზომამდეა მისული საქართველოში კრიზისი, რომ უნდა ველოდოთ ზოგიერთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს მოულოდნელი, გამომდინარე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან. შეიძლება პირდაპირ პერსონალურ სანქციებამდე მივიდეს საქმე", - განაცხადა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






