ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას სურს, რომ სკანდალურ აუციო ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შევიდეს პარლამენტში და ეს კომისია თავად შექმნას. მისი თქმით, ამ ფაბრიკაციის გავრცელებითა და აღშფოთებით თავად ხელისუფლების ოპონენტები არიან დაკავებულნი:
"ოპოზიციას აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტი, ალბათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს არც დაესიზმრებოდათ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ოპოზიციას ჩამოეყალიბებინა საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა ნებისმიერ საკითხს. დღეს, ამ სიტუაციაში, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ, და თუ ამ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველმა გაასაჯაროვა სკანდალური აუციო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარია.
მასალის გამოყენების პირობები






