წარმატებული სტუდენტობა და წარმატებული დასაქმება - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი ღირებულება
საზოგადოება - 14:16, 09 Mar, 2021     1437

მარტის დასაწყისიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთონ: აირჩიონ უმაღლესი სასწავლებლები და ის პროფესიები, რომელთა დაუფლებაც სურთ.

უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი არის ის, თუ როგორ მოახერხებს კურსდამთავრებული შემდეგ წარმატებით დასაქმებას; ექნება თუ არა ის უნარ-ჩვევები, რაც დასჭირდება მას პირველ სამსახურში. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მოახერხებს უნივერსიტეტი ისეთი კადრების მომზადებას, როგორსაც შრომითი ბაზარი დღეს ითხოვს. თანამედროვე გამოწვევები დღეს უნივერსიტეტებს ახალ დღის წესრიგს კარნახობენ.

აღსანიშნავია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციურ და შრომის ბაზარზე დღეს მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები რეგულარულად ადაპტირდება დარგში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. უნივერსიტეტი ყოველთვის ითვალისწინებს, შრომითი ბაზარის მოთხოვნებს. სწორედ ამ ფაქტორების ანალიზის საფუძველზე იქმნება ახალი პროგრამები, სადაც გათვალისწინებულია დამსაქმებელთა მოთხოვნები.

აქედან გამომდინარე, კსუ-ს კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია. ისინი შრომის ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან და, შესაბამისად, კვალიფიკაციით დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელიც მაღალია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტით აღწევს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ დონეს. პირველ რიგში, ამას უზრუნველყოფს კარიერული განვითარების სამსახური, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. ტრენინგები, მასტერკლასები, პროფილური დასაქმების ფორუმები, შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან - ეს და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგულარულად ტარდება. შესაბამისად, წარმატებული და მოტივირებული სტუდენტი თავისთვის საჭირო ინფორმაციას ყოველთვის მარტივად მიიღებს.

გარდა ამისა, კავკასიის საერთაშროსიო უნივერსიტეტს 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად კსუ-ს სტუდენტები პრაქტიკას და სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში აუცილებლად გაივლიან.

აღსანიშნავია უნივერსიტეტის შიდა დასაქმების მიმართულება, რითაც უკვე CIU-ს მრავალმა კურსდამთავრებულმა თუ სტუდენტმა ისარგებლა. ისინი აქტიურად გადიან სტაჟირებასა და პრაქტიკებს უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებში, ლაბორატორიებსა თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე, შემდეგ კი მათი ინტერესების გათვალისწინებით წარმატებით საქმდებიან.

CIU-ს წარმატებული სტუდენტების შესახებ ინფორმაცია პერმანენტულად ახლდება უნივერსიტეტის ვებ-საიტსა და სოციალურ ქსელებში. აბიტურიენტებს უნიკალური შანსი აქვთ, პირადად ადევნონ თვალი და რეალური წარმოდგენა შეიქმნან უნივერსიტეტის და მისი დასაქმების პოლიტიკის შესახებ.

თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შენი საბოლოო არჩევანია, გილოცავ!

კიდევ ერთხელ, აუცილებლად გადახედე უნივერსიტეტის უნიკალურ შემოთავაზებებს აბიტურიენტებისთვის და აირჩიე 115!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42