ჰერეთში აღმოჩენილი დიდი რაოდენობის განძი და მიცვალებულთა ნეშტები - შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყო თამარ მეფის საფლავი?
საზოგადოება - 12:51, 09 Mar, 2021     46228

"მედიაცენტრ მთავარის" გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაქათალას რაიონში სოფელ ფალდარლოში ისტორიული მნიშვნელობის საგანძური აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, აღმოჩენის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ადგილობრივი მიწას ხნავდა და მოულოდნელად ნიადაგი ჩაინგრა. სიღრმისეულად ამოთხრის შემდეგ, ადგილზე 12 ტონამდე ოქრო, ფაეტონი და გარდაცვლილთა ნეშტებია აღმოჩენილი.

ამ დროისთვის აღმოჩენის წერტილში ქართველი და აზერბაიჯანელი არქეოლოგები მუშაობენ, ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე არავის უშვებენ.

საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს აღმოჩენა, შესაძლოა თამარ მეფის საფლავის გასაიდუმლოებულ ისტორიას უკავშირდებოდეს.

ისტორიკოს ჯაბა სამუშიას განმარტებით, შეუძლებელია აღმოჩენა თამარ მეფის საფლავთან რაიმე კავშირში იყოს. მისი განმარტებით, არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის მითითებული, რომ თამარი გარდაცვალების დროს ამ ტერიტორიის სიახლოვეს დაკრძალეს:

"თამარ მეფესთან დაკავშირებით იმდენი ჭორი და ლეგენდა არსებობს, რომ ეს ერთ-ერთ ასეთ ლეგენდათა რიგში უნდა ჩადგეს. რაც შეეხება საფლავის ადგილმდებარეობას, არანაირი კავშირი თამარ მეფის დასაფლავებასთან მაგ რეგიონს არ ჰქონდა. არც ერთ ქართულ წყაროში არსად არ არის აღნიშნული, რომ თამარ მეფე გარდაცვალებისას აღნიშნულ რეგიონში იმყოფებოდა. ამ თვალსაზრისით ცალსახაა, რომ თამარ მეფე იქ არ დაუკრძალავთ. ვერ გეტყვით კონკრეტულად, რა არის აღმოჩენილი ჰერეთში, რადგან ახლა მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები.

ქართულ წყაროებში ზედმიწევნით არის აღწერილი, სად გარდაიცვალა, სად მოხდა პირველად მისი დაკრძალვა, მერე როგორ გადაასვენეს სხვა ადგილზე. ის ადამიანები, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ თამარის დაკრძალვის პროცესიის, აღწერენ ამ მოვლენას - წერია, რომ იანვარში გარდაიცვალა და რადგან იყო ზამთარი და დიდთოვლობა, პროცესია ვერ გადავიდა ლიხზე და პირველად სვეტიცხოველში დაკრძალეს, შემდგომ უკვე, გაზაფხულზე მოხდა მისი გადასაფლავება გელათის მინდვრებში. ეს ყველაფერი იმ ადამიანების მიერაა აღწერილი, ვინც უშუალოდ პროცესს ესწრებოდა. გამომდინარე აქედან, იმის თქმა, რომ საზღვრისპირა ზოლში დაკრძალეს, დიდი ჭორია.

თუმცა, მეორეს მხრივ, საინტერესოა ის აღმოჩენა, რაც ჰერეთშია - არის თუ არა ის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილი. დაველოდოთ არქეოლოგიურ სამუშაოებს, ვნახოთ, რა სიახლე იქნება ჩვენი ისტორიისთვის" - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42