საუკეთესო გამოსავალი აქ არის ახალი არჩევნები - "ალდეს" პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:00, 09 Mar, 2021     1507

ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტის, ჰანს ვან ბაალენის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების დიალოგისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინოს და გაათავისუფლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ჰანს ვან ბაალენმა, მთავარი არხის გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა:

"პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ გამოიჩინოს კეთილი ნება და გაათავისუფლოს ნიკა მელია და სხვა პოლიტიკური პატიმრები, რათა დაიწყოს ეროვნული დიალოგი.

როგორც იცით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოიჩინა ინიციატივა და მხარეები ერთ მაგიდასთან დასვა. ის ესაუბრა ოპოზიციასა და მთავრობას ერთდროულად და ეს ფასილიტაციაზე მეტად, მედიაცია იყო.

16 მარტს საქართველო ერვოკავშირის ასოციაციის საბჭო გაიმართება და იქნება მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება, თუმცა მანამდე ნიკა მელია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს",-თქვა ჰანს ვან ბაალენმა.

ჰანს ვან ბაალენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნებია. მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები ახალ არჩევნებს გადაწყვეტენ, ევროპა მათ მხარს დაუჭერს.

"რაც შეეხება ახალ არჩევნებს, მე წავიკითხე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა და დავინახე, რომ მათ ძალიან უჭირთ ამ არჩევნებისთვის თავისუფალისა და სამართლიანის დარქმევა, ამიტომ საუკეთესო არჩევანი აქ არის ახალი არჩევნები. თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ ეს არის მთავარი გზა, მაშინ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ ევროპულ დონეზე. ეს იქნება მოსაზრებების გაცვლა და ველი, რომ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

მე თავადაც ვიყავი ევროპარლამენტის წევრი და მგონია, რომ ახლა შარლ მიშელმა მედიაცია უნდა გააგრძელოს. ჩემია აზრით, ევროპარლამენტის უმრავლესობას სურს დიალოგი და ასევე ის, რომ ნიკა მელია და სხვა პატიმრები გათავისუფლდნენ",-განაცხადა ჰანს ვან ბაალენმა.

ჰანს ვან ბაალენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. მისი თქმით, საუკეთესო იქნება თუ ვითარებიდან პოლიტიკური გამოსავალი მოიძებნება. როგორც ის აღნიშნავს, თუ ეს არ მოხდება, სანქციების საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება.

"მოდით ჯერ ევროკავშირისა და საქართველოს ასოციაციის საბჭო დასრულდეს. მე ნამყოფი ვარ საქართველოში, ალბათ 6-7-ჯერ ბოლო 10 წლის განმავლობაში და ვხედავ თქვენს ქვეყანას, როგორც მნიშვნელოვან მოთამაშეს, პროევროპულს, ნატოში გაწევრიანების მსურველს. მაგრამ რომელსაც ემუქრება რუსეთი და საერთოდ მთელი რეგიონი არასტაბილურია. ამიტომ, სანამ სანქციებზე ვისაუბრებთ ჯერ ვეცადოთ, რომ დიალოგი გავმართოთ და ერთ მაგიდასთან დავსვათ ოპოზიცია და ქართული ოცნება.

საუკეთესო იქნება თუ ამ საქმიდან პოლიტიკურ გამოსავალს ვიპოვით. თუ ეს არ იმუშავებს, შემდეგ ყველაფერი უნდა იქნას განხილული.

მე არ მინდა, რომ რუსეთმა ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენოს. მას უკვე ოკუპირებული აქვს თქვენი ქვეყნის დიდი ნაწილი და ახლა ეცდებ, უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ევროპელი ლიბერალების უპირველესი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია და სხვები განთავისუფლდნენ, შემდეგ უნდა შედგეს მოლაპარაკებები და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ არაფერმა იმუშავა, შესაძლებელია ვიფიქროთ სანქციებზე",-თქვა მან.

წყარო: მთავარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42