ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიაში დაპირისპირების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა.
მიტროპოლიტმა სტეფანემ მომხდარ ინციდენტში ისევ ჟურნალისტები დაადანაშაულა. მისი განცხადებით, აივანზე, რომლის მოაჯირიც ჩაინგრა, ასვლის უფლება არავის ჰქონდა. იქ შეკრებილი ადამიანები კი მეუფე პეტრეს წაქეზებულები იყვნენ. მიტროპოლიტის თქმით, ამის დამადასტურებელი კადრები გადაღებულია და შესწაქვლის შემდეგ გაასაჯაროებენ.
მეუფე პეტრე, თავის მხრივ მომხდარში, მიტროპოლიტ სტეფანეს ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს აივანზე მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც ვითარების გადაღებას ცდილობდნენ, აივნის მოაჯირის ჩანგრევის დროს დიდი სიმაღლიდან გადაცვივდნენ. მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ოპერატორებმაც. ერთ-ერთი მათგანი ხერხემლის დაზიანების გამო თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






